ტურისტული ნაკადების მართვა თურქულად – ანტალიასა და სტამბოლში წამსვლელი რუსი ტურისტების რაოდენობა 15 %-ით გაიზარდა

კოვიდ პანდემიისა და, შესაბამისად, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ფაქტობრივად, გაჩერდა. განსხვავებული ვითარებაა ჩვენს მეზობელ თურქეთში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირაში კოვიდით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი თურქეთში 3- და 30 ათასამდე გაიზარდა, უცხოელი ტურისტების მიღებას ქვეყანა ისევ აგრძელებს. თურქეთის მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში. როგორც რუსი ტუროპერატორები აღნიშნავენ, ნოემბერში მოთხოვნა თურქეთის ტურებზე 15 %-ით გაიზარდა. 25 %-ით არის გაზრდილი სტამბოლის სასტუმროები რუსი ტურისტების ჯავშნების რაოდენობაც.

„კარანტინის რისკებმა და თურქეთში არსებულმა მძიმე ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ რუსი ტურისტები ჯერ ვერ შეაშინა. ნოემბერში ქვეყანაში ტურების ჯავშნის მოცულობა, დაახლოებით, 15% -ით მეტია, ვიდრე – ერთი წლის წინ”, – განუცხადა „კომერსანტს“ რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია ლომიძემ.

მისივე თქმით, COVID-19- ის შემთხვევების ზრდისა და ახალი შეზღუდვების მიუხედავად, თურქეთთან ერთად პოპულარულია არაბთა საემიროებისა და მალდივის კუნძულების მიმართულებაც, თუმცა, ლიდერი მაინც თურქეთია.

რაც შეეხება დამოუკიდებელ ტურისტებს, OneTwoTrip– ის თანახმად, ოქტომბერთან შედარებით თურქეთის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვა ნოემბერში 14% –ით გაიზარდა. როგორც Biletix აღნიშნავს, ნოემბერში ავადობის ზრდის მიუხედავად, თურქეთის წილი რუსეთში მომსახურების გაყიდვების სტრუქტურაში გაიზარდა და 49% შეადგინა.

ოფიციალურად თურქეთში ამჟამად 607 ათასი კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული, ხოლო გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი 130-180 ადამიანს აღწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები