ნატო-ს მინისტერიალზე საქართველოსა და მთიან ყარაბაღში რუსეთის სამხედრო ძალების გაფართოების საკითხს განიხილავენ

ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები უკრაინასა და საქართველოში, ასევე, მთიან ყარაბაღში რუსეთის გაფართოების საკითხებს განიხილავენ.

ამის შესახებ ბრიუსელში ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა – იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მინისტრების შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში 1-2 დეკემბერს გაიმართება.

“შემოგვიერთებიან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ცელკეულ სესიებში, რომ განვიხილოთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარება, ასევე, ჩვენი ამ ორი მნიშვნელოვანი პარტნიორის ​მხარდაჭერის საკითხი”, – თქვა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, მინისტრები განიხილავენ რიგ რეგიონში რუსეთის სამხედრო პოზიციების გამყარება, მათ შორის, მთიან ყარაბაღსა და ბელარუსში განვითარებული მოვლენების ფონზე.

“რუსეთი საკუთარი ბირთვული არსენალის მოდერნიზებას ახორციელებს, ასევე, ახალ რაკეტებს ანთავსებს. ის ახალ სამხედრო ძალებს ანთავსებს ჩვენს მეზობლებთან დაწყებული ჩრდილოეთით, დამთავრებული ლიბიითა და სირიით. ასევე, ვხედავთ ბელარუსსა და მთიანი ყარაბაღის კრიზისების ფონზე, რუსეთის სამხედრო ყოფნას ვაკვირდებით. ამიტომ, მინისტრები განიხილავენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი რუსეთის სამხედრო აგრესიის საპასუხოდ”, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები