ხატია დეკანოიძე: ამ ფულს ოპოზიციური პარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში

“ამ ფულს ოპოზიციური პარტიები თუ არ მიიღებენ, გაიფლანგება კორუფციაში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე ოპოზიციური პარტიების მიერ საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიასაც და მოქალაქესაც.

„კიდევ ერთხელ პარტიების დაფინანსების წუხილზე:

– ეს არ არის მხოლოდ საპარალამენტო საქმიანობა, პოლიტიკური პარტიას პარლამენტის გარეთ უამრავი ფუნქცია აქვს, რომელიც “ქართული ოცნებისა” და ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა გამოვიყენოთ;

– ნუ ვაფიქრებინებთ ,,ოცნებასა” და მის პროპაგანდას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მხოლოდ მას და მის გაზლუქებულ ბიუროკრატებს ეკუთვნის. მოქალაქეების ფულია და სხვა წყარო ოპოზიციურ პარტიებს ამ ფინანსურ რეპრესიებში, სამწუხაროდ, ვერ ექნება;

– ამ ფულს ოპოპარტიები თუ არ მიიღებენ – გაიფლანგება კორუფციაში.

– თავისთავად, დაფინანსების სისტემა რომ სრულყოფილი არ არის, ეს პრობლემაა, თუმცა, ძალიან მძიმე რეალობაში ვცხოვრობთ. მიგვიტაცა რეჟიმმა და ყველა ბერკეტი მის წინააღმდეგ გამოსაყენებელია.

და მნიშვნელოვანი: ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, პარტიას, მოქალაქეს.. ერთმანეთის საწინააღმდეგოც“, – წერს ხატია დეკანოიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები