განადგურების რუსული კვალი აფხაზეთში – რუსიფიკაციას შეწირული ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები(ვიდეო)

რა მდგომარეობაშია ქართულ-აფხაზური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, ვინ და რატომ ცდილობს ისტორიული ნაგებობების მითვისებას და როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება – ამის შესახებ ისტორიკოსი და არქეოლოგი, ზურაბ ბრაგვაძე ვიდეოინტერვიუში საუბრობს.

აფხაზეთში არსებული ისტორიული ნაგებობის მდგომარეობა სავალალოა. ერთადერთი, რის გაკეთებაც დე-ფაქტო ხელისუფლებამ შეძლო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასხვისების აკრძალვაა. თუმცა, ახლა კრემლი თავისი პროტექციის ქვეშ მყოფ აფხაზებს სასტიკ ულტიმატუმს უყენებს: თუ გჭირდებათ რუსული ფული, დაუშვით ძეგლების პრივატიზება. რუსეთის ინტერესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების, მათ შორის, ყოფილი სანატორიუმების შესყიდვაში იკვეთება.

ამავე დროს, ქართულ-აფხაზური კვალის წაშლის მიზნით, უკანასკნელი 3 ათწლეულის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე ისტორიული ნაგებობები მუდმივად ნადგურდება – X საუკუნის ბედიის მონასტერში დაზიანებულია კედლები და ისტორიული ფრესკები – მათ შორის, ბაგრატ III–ის გამოსახულება. სავარაუდოდ, განადგურებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის საფლავიც.
სამწუხაროდ, ბედიის მონასტერი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული განუკითხაობისა და რუსული ჩარევის ერთადერთი მსხვერპლი არაა. ამ ძეგლების გადარჩენის მსურველებს ეკლესიებში გამაგრებული უკანონო რუსული დაჯგუფებები ავტომატის ჯერითაც კი ხვდებიან.

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული მძიმე რეალობა, ფალსიფიცირებული ისტორია და რუსიფიკაციის ფაქტები, რომელთა შესახებაც შესაძლოა, აქამდე არაფერი გსმენიათ – ნახეთ ზურაბ ბრაგვაძის ვიდეოინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები