მარიამ ქვრივიშვილი: იმედი გვაქვს, რომ თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება
იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროების და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია ძალიან რთულია.
„თითოეული ჩვენგანი ზამთრის სეზონს ველოდებოდით. ის დინამიკა, რომელიც გვქონდა პირველი ტალღის განმავლობაში, გვაფიქრებინებდა, რომ შესაძლებლობა გვექნებოდა, ზამთრის კურორტებზე გვემასპინძლა შიდა და საერთაშორისო მიმართულებით ტურისტებისთვის. თუმცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს მაქსიმალურად დავუჯეროთ ჩვენს ეპიდემიოლოგებს და ჯანდაცვის ექსპერტებს. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ორი თვის განმავლობაში საბაგიროების და უშუალოდ კურორტების ოპერირება არ მოხდეს, რაც ბუნებრივია ძალიან რთულია. კარგად გვესმის, რომ ძალიან რთულია ამ კურორტებზე არსებული სასტუმროებისთვის, განთავსების იბიექტებისა თუ სარესტორნო ბიზნესებისთვის. თუმცა ჩვენ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები, რადგან იანვრის ბოლომდე გრძელდება ეს შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ წლის დასაწყისიდან, ფაქტობრივად თებერვლიდან ჩვენი კურორტები კვლავ მზად იქნება. იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ყველაფერი ის, რასაც ჩვენს საზოგადოებასთან ერთად გავაკეთებთ, იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენს ზამთრის კურორტებზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე საერთაშორისო მოგზაურებს კიდევ უფრო ეფექტურად ვუმასპინძლოთ“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.