სომხეთის პარლამენტმა საომარი მდგომარეობის გაუქმების საკითხს მხარი არ დაუჭირა

სომხეთის პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე უარი განაცხადა გაეუქმებინა საომარი მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში მდგომარეობის ესკალაციის შემდეგ შემოიღო.

რეჟიმის გაუქმების ინიციატივა ოპოზიციურმა ფრაქცია „ნათელმა სომხეთმა“ დააყენა.

ინიციატივას მხარი კენჭისყრის შედეგად, 36-მა დეპუტატმა დაუჭირა, 56 კი წინააღმდეგი იყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური მდივნის არტურ სარქისიანი გამოვიდა მოწოდებით, დეპუტატებს თავი შეეკავებინათ საომარი მდგომარეობის გაუქმებისგან მანამდე, ვიდრე ყველა არსებული პრობლემა არ მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები