მალხაზ ძიძიგური: აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პრემიერს შესანიშნავი გამოსვლით, საქმის ვითარების ზედმიწევნით ცოდნით, ყველა ნიუანსების დეტალური ახსნითა და მისი ფენომენალური მეხსიერებით

“აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პრემიერმინისტრის შესანიშნავი გამოსვლით, საქმის ვითარების ზედმიწევნით ცოდნით, ყველა ნიუანსების დეტალური ახსნითა და მისი ფენომენალური მეხსიერებით! მეამაყება, რომ ასეთი კარგი და ხალხზე მზრუნველი პრემიერი გვყავს”, – ამის შესახებ ბლოგერი, მალხაზ ძიძიგური სოციალურ ქსელში წერს.

„ახლა ვუსმენდი გიორგი გახარიას და ერთდროულად ბრაზიც მეძალებოდა, კმაყოფილების გრძნობაც და განცვიფრებაც. ბრაზი იმის გამო, რომ როგორც ნაცსისხლიანები ამტკიცებდნენ პირველი პანდემიის დროს კონკრეტული ადამიანების დახმარების გამო, ეს არის მოსყიდვა არჩევნების წინო. ახლაც ხომ გრძელდება იგივე? ახლა რომელი არჩევნები ტარდება? ე. ი. არ ყოფილა მაშინ მოსყიდვა! არ უნდა ჩათხარო პირში ამ ნაძირლებს მის მიერ ამონთხეული გველ-ბაყაყი ისევ პირში? ჩაეთხრებათ, დარწმუნებული ვარ! განცვიფრებას რაც შეეხება, მართლა აღფრთოვანებული ვარ ჩვენი პრემიერმინისტრის შესანიშნავი გამოსვლით, საქმის ვითარების ზედმიწევნით ცოდნით, ყველა ნიუანსების დეტალური ახსნითა და მისი ფენომენალური მეხსიერებით! მეამაყება, რომ ასეთი კარგი და ხალხზე მზრუნველი პრემიერი გვყავს! წარმატებები მას, ქვეყანასა და ერს“, – წერს მალხაზ ძიძიგური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები