ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა

ბათუმში კოვიდინფიცირებული პაციენტი ექთანს თავს დაესხა და სხეულზე დაზიანებები მიაყენა. შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში გვიან ღამით მოხდა.

ექთნის თქმით, ინცინდენტის შემდეგ სასტუმროში პოლიციაც მივიდა და კოვიდპაციენტი სხვაგან გადაიყვანეს.

„ეს პაციენტი მეტადონის პროგრამაშია. დღის ექთანი აძლევდა მას მეტადონს, ღამით არ გვეხებოდა ჩვენ წამლის მიცემა, მაგრამ მაინც ვაძლევდით გლიცინსა და ვალერიანს.

გვერდით პალატაში, როცა ერთ-ერთ პაციენტს წნევას ვუზომავდი, უკნიდან მომეპარა და ხალათით მახრჩობდა. ყელზე ჰქონდა მობჯენილი გადანატეხი თერმომეტრი და „ბრიტვა“. სხვა პაციენტი მომეშველა და გადამარჩინა“, – ამბობს ექთანი.

როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები