ხატია დეკანოიძე: ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს, ამიტომ, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, უნდა მოვიდნენ შემხვედრი წინადადებით
„ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის, რაც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, სამომავლო განვითარებისა და პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ ჯანდაცვის კრიზისის გადასაწყვეტად აუცილებელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარება განიმუხტოს.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მაინც ელოდებოდნენ იმას, რომ „ქართული ოცნება“ მოიტანდა რამე შემხვედრ წინადადებებს, მაგრამ თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ ერთპარტიული პარლამენტი და არალეგიტიმური პარლამენტი იქნება ის, რაც აირჩია საქართველოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ძალიან ცდება, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის, მათ შორის, სამომავლო განვითარებისთვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისის გადასაწყვეტად, აუცილებელია, ჩატარდეს ახალი არჩევნები და განიმუხტოს ის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ამიტომ, თუ გადაწყვეტენ, შეკრიბონ ერთპარტიული პარლამენტი, იყვნენ, როგორც კომუნისტური პარტია და როგორც ბოლშევიკები ამ პარტიაში, მაშინ ძალიან მალე უფრო უარეს მდგომარეობაში ჩაცვივდებიან, ვიდრე დღეს არიან.
ჩვენ ველოდებით „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობაა ახლა, რომ რაც შეიძლება მალე მოიტანონ ის შემხვედრი წინადადებები, რომელიც აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისთვის, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს კომპრომისს, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ კომპრომისისთვის ვიწრო სივრცე გვაქვს, უფრო სწორად, ჩვენს უკან არიან საქართველოს მოქალაქეები და ჩვენი ამომრჩეველი, ვისაც 31 ოქტომბერს წაართვეს არჩევანი ცვლილებებისთვის. ამიტომ ჩვენი კომპრომისი იყო ის, რომ ჩვენ ველოდებით ახლა მათ წინადადებებს და მოლაპარაკებებზე ვართ ხელისუფლებასთან,”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის სამი მთავარი მოთხოვნა ისევ ძალაშია.
შესაბამისად, ჩვენი წინადადებები ძალაშია, ძალაშია ის სამი მთავარი მოთხოვნა. პირველი – ვადამდელი ან ახალი არჩევნები, ეს უკვე მოლაპარაკების საგანია. მეორე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის სრულიად ახალი ადმინისტრირება და მესამე – პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ჩვენ არაფერი შეგვიცვლია, ოპოზიცია ზუსტად იმავე მოსაზრებებზე ვართ. ჩვენი სურვილია, რომ მოლაპარაკებები ჩიხიდან გამოვიდეს, ამიტომ, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, სწორედ მათ უნდა მოამზადონ და მოვიდნენ შემხვედრი წინადადებით“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.