მთიან ყარაბაღში, ქელბაჯარის რაიონს სომხეთის ქვედანაყოფები ტოვებენ

მთიან ყარაბაღის ქელბაჯარის რაიონს სომხეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ქვედანაყოფები ტოვებენ, რომელიც შუაღამიდან აზერბაიჯანის იურისდიქციაში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ იუწყება.

„ჩვენ აქ ვიყავით მთელი ომის განმავლობაში და მათ არაფერი მივეცით. ჩვენ ვხსნით მოწინავე პოსტებს მთებში და ამის შემდეგ ვაფეთქებთ სამხედრო ნაწილების შენობებს, რათა ისინი აზერბაიჯანს არ ერგოს. ამის შემდეგ მივდივართ სომხეთში. ამ დროისთვის ჩვენი ნაწილი ერთ-ერთი უკანასკნელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარდლობის წარმომადგენელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები