მაია ცქიტიშვილი: ყველა ერთად დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს იმისთვის, რომ, ელემენტარულად, შეძლონ ჩვენზე ზრუნვა
“სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობას, მათ გამძლეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ წარმატებით ვმართოთ პროცესი”, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
“სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობას, გამძლეობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ჩვენ წარმატებით ვმართოთ ეს პროცესი. მოდით, ყველა ერთად დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს იმისთვის, რომ, ელემენტარულად, შეძლონ ჩვენზე ზრუნვა”, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.