“ქალაქი მოჩვენება” აგდამი – ყარაბაღის ომის მსხვერპლი (ფოტოკოლაჟი)

აზერბაიჯანელი სამხედროები აგდამის რაიონში შევიდნენ, რომელიც რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შედეგად გადაეცა. ამ ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიტოვებული ქალაქი მდებარეობს – აგდამი, რომელიც „მოჩვენაბად“ იქცა.

ოდესღაც ეს ქალაქი ცოცხალი იყო და სავსე ისტორიული ძეგლებით. ახლა აგდამში, რომელიც სტეპანაკერტიდან 26 კილომეტრში და 365 კილომეტრში – ბაქოდან მდებარეობს, ცარიელია. 90-იან წლებში ქალაქი ყარაბაღის ომის ველად იქცა. აგდამი თითქმის მთლიანად დაინგრა, ძალიან ცოტა შენობა თუ გადარჩა. ერთ-ერთი მათგანი „ჯუმას“ მეჩეთია, რომელიც XIX საუკუნის მეორე ნახევარში აიგო.

ომამდე ქალაქში ქარხნები და რკინიგზის სადგური მუშაობდა, ასევე სამედიცინო, მუსიკალური და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლები მოქმედებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები