რუსეთში, ბოლო 24 საათში, COVID-19-ის 24 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღემის განმავლობაში კორონავირუსის 24 822 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი ავრცელებს.

ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმაც წინა მაქსიმუმს გადააჭარბა – 24 საათში 467 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი შემთხვევები ყველა, 85-შივე რეგიონში გამოვლინდა, ამასთან ერთად დაინფიცირებულთა მეოთხედს სიმპტომები არ აღენიშნება. ყველაზე მეტი შემთხვევა 7168 შემთხვევა მოსკოვში ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები