ტორონტოში COVID-19-ის გამო კარანტინი შემოიღეს

ტორონტოში, კანადის ყველაზე დიდ ქალაქში, კორონავირუსის ინფექციის მკვეთრი გავრცელების გამო ხელისუფლება 23 ნოემბრიდან 28-დღიან “ლოქდაუნს” შემოიღებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ხელმძღვანელი დაგ ფორდი ავრცელებს.

“ეს აუცილებელია, იმისთვის რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე ცუდი შედეგი”,- განმარტა დაგ ფერდიმ.

მისი თქმით ეს შეზღუდვები ასევე შეეხება ტორონტოს გვერდით მდებარე რეგიონს პილს.

ახალი შეზღუდვები გულისხმობს სპორტული და დასასვენებელი ცენტრების, კაზინოსა და სილამაზის სალონების სრულ დაკეტვას. კაფე-რესტორნები მომსახურებას მხოლოდ საკვების გატანით შეძლებენ.

სკოლები, აფთიაქები და სასურსათო მაღაზიები ღია რჩება, ხოლო სავაჭრო ცენტრები და სხვა მაღაზიები მიტანის სერვისით მოემსახურებიან მომხმარებლებს ან უფლებას მისცემენ თავად წაიღონ ნივთები ონლაინ შეძენის შემდეგ შენობაში შეუსვლელად.

ქუჩაში შეკრება 10-ზე მეტ ადამიანს აეკრძალება, ასეთივე რაოდენობის შეზღუდვა იმოქმედებს რელიგიურ დაწესებულებებსა და სარიტუალო ღონისძიებებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები