მამუკა მდინარაძე: მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება, იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა – ახალი არჩევნების ჩატარებას არავინ აპირებს
“მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება, იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძე მიიჩნევს, რომ ფასილიტატორი ელჩების საშუალებით გამართული მოლაპარაკებები, შედეგის მომტანი იქნება.
„მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება, იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა. ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღო. ამის გადახედვას, ახალი არჩევნების ჩატარებასა და ამ არჩევანის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არავინ აპირებს. ეს შეხვედრები ხდება ჩვენი ფასილიტატორი ელჩების მეშვეობით. მათთან შეთანხმების საფუძველზე. მომდევნო შეხვედრა შეიძლება, იყოს უახლოეს დღეებში. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ჩვენ, ყველას, ვინც პასუხისმგებლობით უდგება მოლაპარაკებების საკითხს, გვიჭირს კონკრეტულ დეტალებზე საუბარი, იმიტომ, რომ შეთანხმებაა, იმ დეტალებზე, რაც მოლაპარაკების მაგიდაზეა, ვერ ვსაუბრობთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.