მარიამ ქვრივიშვილი: National Geographic-ის მიერ საქართველოს აღიარება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ არეალზე

National Geographic-ის მიერ საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის დასახელებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, National Geographic-ის მიერ საქართველოს აღიარება ხელს შეუწყობს ქვეყნის პოზიციონირებას საერთაშორისო ტურისტულ არეალზე.

„ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ რთულ პერიოდში, პანდემიის დროს საქართველო კვლავ მოექცა ძალიან გავლენიანი გამოცემის ყურადღების ცენტრში და საქართველო აღიარებულია 2021 წლის ტოპ-25 ტურისტულ მიმართულებას შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც მთელი მსოფლიო, ასევე საქართველო ცდილობს, ძალიან სწრაფად აღიდგინოს ტურისტული ძალები, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ განვითარების იმ ეტაპს, რაც პანდემიამდე გვქონდა. National Geographic-ის ეს აღიარება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინები, კიდევ უფრო მეტად იყო პოზიტიური იყოს 2021 წელს, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო არეალზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს საშუალებას მისცემს ჩვენ ტურისტულ სექტორს გაძლიერდეს. მომავალ წელს ჩვენ ერთობლივად დავიწყებთ ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას. ჩვენ ამაყები ვართ, რომ საერთაშორისო გამოცემამ ისეთ მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა სვანეთის ბუნება, ტრადიციები, სტუმარ-მასპინძლობა, რითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ. ეს აძლიერებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას და წარმოაჩენს საქართველოს უნიკალურობას საერთაშორისო არეალზე”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები