გიორგი გახარია: აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა.

აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიკური და ის განაგრძობს ზრდას“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ გვერდზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები