გამოცემა “სამხედრო მიმოხილვა” – “ფაშინიანს სააკაშვილის ბედი ელოდება”

“ყარაბაღის ჩაბარება სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სრული პოლიტიკური ვარდნაა. თუმცა, როგორც მოვლენები უჩვენებს, ასეთი მარცხის შემდეგაც არ გეგმავს ფაშინიანი თანამდებობის დატოვებას”, – ნათქვამია რუსული გამოცემის, Военное обозрение-ს მასალაში.

როგორც სტატიის ავტორი წერს,  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ისტორიაში ფაშინაინი შევა, როგორც ადამიანი, რომელმაც ყარაბაღის ნაწილი დაკარგა და მას სომეხი ხალხი არ აპატიებს, ხანმოკლე პერსპექტივაში მას ხელისუფლების შენარჩუნების შანსები აქვს, “თუმცა, მომავალში მას ელოდება კიდევ ერთი კავკასიელი ლიბერალი რევოლუციონერის – მიხეილ სააკაშვილის ბედი”.

“იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი რაღაც პერიოდის განმავლობაში ხელისუფლების შენარჩუნებას შეძლებს, სომხეთს კიდევ ექნება მღელვარება. პირველი, ქვეყანა გააგრძელებს ცხოვრებას ყარაბაღში დამარცხების განცდით. მეორე, ფაშინიანს დათმობებზე წასვლა მომავალშიც მოუწევს, რადგან აზერბაიჯანის პოზიციები მნიშვნელოვნად გამყარდა, ალიევმა ნახიჩევანის დერეფანი მოიპოვა, მერე რაა, გარკვეული პერიოდის შემდეგ აზერბაიჯანი შეძლებს ყარაბაღის ახალი რაიონების მოთხოვნას. მესამე, იმის გათვალისწინებით, რომ ფაშინიანი ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობისას მომავალშიც გააგრძელებს მისთვის მიუღებელი ჩინოვნიკების გათავისუფლებას, ამ გზით ის სახელმწიფო მმართველობის სისტემასა და შეიარაღებული ძალების სარდლობას დაასუსტებს. ანუ, სომხეთი შესუსტებას მომავალშიც გააგრძელებს. რასაკვირველია, ამით ისარგებლებენ სომხეთის გარემტრები – აზერბაიჯანი და თურქეთი. ამიტომ, ფაშინიანს მოუწევს, ან მთლიანად დაემორჩილოს მოსკოვს ან დავიწყებას მიეცეს და ქვეყანა სამუდამოდ დატოვოს. თუ ის თანამდებობას დატოვებს, არ არის გამორიცხული, შემდგომ სადღაც უკრაინაში ამოტივტივდეს. მართალია, იქაც დასასრულს უახლოვდება ბნელი წლები, ნიკოლი კი ქარიზმატულობით ქართველ მიშიკოს ნამდვილად ჩამორჩება”, – ნათქვამია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები