გიორგი ვაშაძე: „ნაცმოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ
“როცა აქციაა, საერთო ფორმატზე შეთანხმება უნდა იყოს და „სიურპრიზები“ არ უნდა მოვუწყოთ ერთმანეთს”, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ ბათუმში გუშინ გამართული აქციის დატოვების ფაქტს.
მისი თქმით, ბანერები პროცესს აზარალებს და აქციის საერთო ფორმატზე შეთანხმება უნდა იყოს.
,,მესმის, ვინც აქცია დატოვა. მათ პოზიციას ვიზიარებ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს სიურპრიზების წინაშე ნუ დააყენებენ“, – განაცხადა ვაშაძემ.
15 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის მიერ გამართული აქცია „ლელოსა“ და „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს, რის მიზეზადაც ტრანსპარანტები – „მიშა, ჩამოდი“ დაასახელეს.