გიორგი ვაშაძე – გადათვლას აზრი არ აქვს, შევთანხმდით, რომ გვექნება მესამე რაუნდი
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ამერიკის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრების მესამე რაუნდიც გაიმართება.
„ცესკო-მ გუშინდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად, კომისიამ ყოველგვარი საუბარი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმზე, რაზეც იყო საუბარი „ქართული ოცნების“ მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. შევთანხმდით, რომ გვექნება მესამე რაუნდი, მათ შორის, ჩვენი დიპლომატების მოწოდებითავ, არ დავხურეთ ეს შესაძლებლობა. შემდეგზე კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ეს მოლოდინი გვაქვს, იმიტომ, რომ ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების გადათვლას აზრი არ აქვს“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს რიგით მეორე შეხვედრა იყო, შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.