სერგი კაპანაძე – გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე: რა მოლაპარაკებები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით, რაც ჯერ არ დაწყებულა, როგორ ჩაიშალა, ჩემთვის გაუგებარია

“ევროპული საქართველოს” წევრი, სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადება გაუგებარია და ამბობს, რომ მეტი განმარტების გაკეთება უკეთესია.

მისივე თქმით, ის მოლაპარაკებები, რაც ჯერ არ ყოფილა, ვერანაირად ვერ ჩაიშლებოდა.

“გულწრფელად ვამბობ, რომ რა მოლაპარაკები ჩაიშალა, ჩვენ არ ვიცით. არც “ევროპულმა საქართველომ” და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიამ. ამიტომ, თუ ამას უფრო მეტ განმარტებას მოაყოლებს ბატონი გრიგოლი, უკეთესი იქნება. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა და ამიტომ ის, რაც ჯერ არ დაწყებულა როგორ ჩაიშალა, ჩემთვის გაუგებარია. სამწუხაროა, რომ ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც გარკვეულ გაუგებრობას იწვევს ოპოზიცურ პარტიებში, ეს ნამდვილად არ ეხმარება საერთო საქმეს. რაც შეეხება ოპოზიციის მარგინალიზაციას, მე აქ განსხვავებული პოზიცია მაქვს და არ მგონია, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლით ოპოზიცია როგორმე გაძლიერდება, პირიქით. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ პარლამენტში რამდენიმეწუთიანი გამოსვლები საპირწონე იქნება ამ პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის”, – აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მისი განცხადება იმ დიალოგის ჩაშლამ განაპირობა, რომელიც დიპლომატების ჩართულობით მიმდინარეობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები