თენგიზ ცერცვაძე: საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, არგამოცხადების პირობებში კი ყველას ერთად მოგვიწევს გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს

“საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“, უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ლოქდაუნის“ არგამოცხადება გამოწვევების და პრობლემების მასშტაბს ზრდის.

„პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი „ლოქდაუნი“. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი „ლოქდაუნის“ გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. ეს გადაწყვეტილება ქვეყანამ მიიღო მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რამეთუ მოსახლეობა ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილი შესაძლო „ლოქოდაუნის“ მიმართ. ის აუცილებლად გამოიწვევდა ეკონომიკის პრობლემებს და რეცესიას, რაც აისახებოდა მოსახლეობის ცხოვრების დონეზე, ასევე იყო და გრძელდება საარჩევნო პროცესი და მას არ უნდა მისდგომოდა ჩრდილი. ძალიან კარგი, საქართველომ რომ თქვა „ლოქდაუნზე“ უარი და გაითვალისწინა მოსახლეობის სურვილი, მაგრამ ამან გაზარდა გამოწვევების მასშტაბი, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. „ლოქდაუნით“ ეს შედარებით იოლად იქნებოდა. მაგალითად, ბელგიამ, რომელსაც დღეში 27 000 შემთხვევა ჰქონდა, გამოაცხადა „ლოქდაუნი“ და 4000-მდე დაიყვანა შემთხვევები. საქართველომაც რომ გამოაცხადოს „ლოქდაუნი“ უფრო იოლად დაძლევს ამ სიტუაციას, „ლოქდაუნის“ არგამოცხადების პირობებში, ყველას ერთად მოგვიწევს თვალი გავუსწოროთ და გავუმკლავდეთ სერიოზულ გამოწვევებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები