გიორგი ვაშაძე: ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ უშუალოდ აქციაზე

ოპოზიციურ პარტიებს შორის შიდა კონსულტაციები ცოტა ხნის წინ დასრულდა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე შეჯერდა, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე გააჟღერებენ.

“ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, ამას განვაცხადებთ ჩვენ უშუალოდ აქციაზე. ეს მოიცავს იმ მნიშვნელოვან დღეებს, როცა გვექნება ფართო მასშტაბიანი საპროტესტო აქციები. დღეს საღამოს გვექნება მიმართვები ხალხთან, მიმართვები ადამიანებთან. 22:00 საათზე აქვს სამოქალაქო სექტორს, აქტივისტებს სხვადასხვა ღონისძიება. ინდივიდურად იღებს ყველა გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები