ხატია დეკანოიძე: სად არიან ახლა, ასეთ დროს ჩვენი ეპიდემიოლოგები, რომლებიც კუბოებს აანონსებდნენ

„პირობას ვდებ, რომ ასეთი პოლიცია აღარ ეყოლება ამ ქვეყანას – რამდენს დაგვიჭერენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ცესკოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციაზე ადამიანებს წყლის ჭავლს მიზანმიმართულად უმიზნებდნენ.

„პირობას ვდებ, რომ ასეთი პოლიცია აღარ ეყოლება ამ ქვეყანას. რამდენს დაგვიჭერენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ. წყალი არაუშავს?! სად არიან ახლა ასეთ დროს ჩვენი ეპიდემიოლოგები, რომლებიც კუბოებს აანონსებდნენ, მაშინ როდესაც წყლის ჭავლს უმიზნებენ ადამიანებს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები