სალომე სამადაშვილი: დიდი ძმა გვისმენს – ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა

სალომე სამადაშვილი obozrevatel- ზე გამოქვეყნებულ საკუთარ ფარულ ჩანაწერს სოციალუქ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, მასზე უკანონო მიყურადება ხორციელდება.

“დიდი ძმა გვისმენს-ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა. იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)”, – წერს სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები