აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 123 ათასზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 ნოემბრის მონაცემებით, აგროდიზელით ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით 123,200-ზე მეტმა ბენეფიციარმა 32,000 ტონამდე მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო.
იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 5 მლნ ლარამდე დაზოგეს. როგორც ცნობილია, 7 ივლისიდან აგრობარათისა და დიზელის ფასდაკლების ბარათის მისაღებად ერთ-ერთმა თანამესაკუთრემ სხვა თანამესაკუთრეების წერილობითი თანხმობა უნდა წარმოადგინოს. თანხმობის შინაარსისა და ხელმოწერის ნამდვილობაზე პასუხისმგებელია დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე. ბარათების მიღება შესაძლებელია ნოტარიულად დამოწმებული თანხმობის ან ყველა თანამესაკუთრის გამოცხადდების შემთხვევებშიც.
აგროდიზელის ბარათების მისაღებად ფერმერებმა ბანკში მისვლამდე პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია ვებპორტალზე – myliberty.ge უნდა გადაამოწონ; ბანკში ვიზიტის დროს თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
დიზელს შეღავათიან ფასში ფერმერებს “სოკარი” აწვდის.