“ქართული ოცნების” ოფისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისში, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ, პოლიტსაბჭოს წევრებმა მამუკა მდინარაძემ და დიმიტრი სამხარაძემ, რეგიონალური შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციას “ქართული ოცნება-დემოკრატიული” საქართველო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ცნობისთვის, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები