აქციაზე დაკავებული ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს

სამართალდამცავებმა ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მასთან ერთად კიდევ ერთი პირი იყო დაკავებული, რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

„მითხრეს, რომ ვიყავი 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული, რაც არის ერთის მხრივ, სამართალდამცავის სიტყვიერი შეურაცხყოფა, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიგვიყენებია. მეორე მუხლი დაუმორჩიელბლობას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ოქმები შეადგინეს, გვითხრეს, ხელწერილი დაწერეთ და გათავისუფლებთო. ჩემთან ერთად იყო მხოლოდ გიორგი რურუა. ხელწერილთან დაკავშირებით ვიკითხე, აწერინებდნენ თუ არა გიორგი რურუასაც, მითხრეს, რომ გიორგის არ უშვებდნენ და მხოლოდ მე მიშვებდნენ, კანდიდატობის გამო. გიორგი მანქანაში ჩაისვეს, როგორც მითხრეს, ავჭალის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

ეს ბრძოლა არ გაჩერდება, გაგრძელდება გამარჯვებამდე, რამდენს დაგვიჭერენ?“. დამაკავეს, გამოვედი და მივდივარ საოლქოში, უნდა დავამხო ამ ლაჩაშვილს თავისი დაწერილი, გადაწერილი ოქმები. ვერავის გაგვაჩერებთ!“, – განაცხადა კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები