ხორვატიის საგარეო უწყება: მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ელი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა

მოხარული ვართ, რომ საქართველოში არჩევნების 1-ელი რაუნდი განახლებული საარჩევნო სისტემის საფუძველზე და ახალი კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ჩატარდა,- ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე წერს.

ხორვატიის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ მთავარ საკითხად რჩება დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების უზრუნველყოფა მთელს საარჩევნო პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები