„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ, რომელიც სუს-ში გამკითხვაზე იმყოფებოდა მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი გააკეთა.
„სუს-ში გამოკითხვაზე ვიმყოფებოდი იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც მე გავავრცელე რამდენიმე დღის წინ. კერძოდ, ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა რევოლუციური სცენარის ფარგლებში, “ნაცმოძრაობის” ლიდერებისა და აქტივისტების სამზადისს.
დავასახელე ჩემი ინფორმაციის წყარო და ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის წარვადგინე იმ ადამიანების სიები, რომლებიც მოაზრებულნი იყვნენ დესტრუქციული სცენარის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.