პოლონეთში მეორე დღეა, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება – ბოლო ერთ დღეში 27 ათასზე მეტი შემთხვევაა

პოლონეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 27 143 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

4 ოქტომბერს ქვეყანაში 24 692 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 466 679 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, ვირუსს კიდევ 367 პირი ემსხვერპლა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 6 842-მდეა გაზრდილი.

ვირუსი სულ 177 681-მა ადამიანმა დაამარცხა.

4 ნოემბერს პოლონეთის მთავრობამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომლებიც ძალაში 7 ნოემბერს შევა და 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამ ხნის განმავლობაში კინოთეატრები, თეატრები, გამოფენები იქნება დახურული. სავაჭრო ცენტრებში მაღაზიების უმრავლესობა იქნება დახურული, იმუშავებენ მხოლოდ სურსათის მარკეტები, აფთიაქები და მომსახურების პუნქტები.

სკოლების ყველა მოსწავლე დისტანციურ სწავლებაზე გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები