კახა კალაძე: ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ – არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა

ხვალიდან ქვეყნის განვითარებას და აღმშენებლობას ვაგრძელებთ – არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა და იმ ბოროტების გაგრძელების საშუალება, რაც 2012 წელს დავამთავრეთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

მან მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და გამარჯვება მიულოცა.

„გილოცავთ მეგობრებო, მეც რა თქმა უნდა, ვუერთდები ამ მილოცვებს და რა თქმა უნდა, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა, მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა მხარდამჭერს, თანამებრძოლს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის, ჩვენი თანაგუნდელებისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ღირსეულად ვატარებთ. კიდევ ერთხელ გამარჯვებებს და წარმატებებს გისურვებთ. ხვალიდან რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ქვეყნის განვითარებას და ქვეყნის აღმშენებლობას.

არც ერთ კრიმინალს, არცერთ კრიმინალურ პოლიტიკურ პარტიას არ მიეცემა ხალხის ჩაგვრის შესაძლებლობა, არ მიეცემა ის ბოროტება, რაც ჩვენ ყველამ ერთად 2012 წელს დავამთავრეთ. გილოცავთ და გამარჯვებებს გისურვებთ!“ – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები