სამგორის 49-ე უბანზე ინციდენტი მოხდა – “ერთი თუ დგას გამართული, ცხრა არის მოღუნული”

სამგორის რაიონში, N49-ე საარჩევნო უბანზე მცირე ინციდენტი მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სიტუაცია მალევე განიმუხტა.

ადგილზე იმყოფება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი, რომლის თქმითაც აღნიშულ უბანზე ე.წ ძველი ბიჭები იყვნენ მობილიზებულნი, რომლებმაც მოქალაქეების შეურაცყოფა მიაყენეს.

„საარჩევნო უბანზე მოსულმა მოძველბიჭო ადამიანებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ამომრჩევლებს. კი, რამდენიმე წესიერი ადამიანიც დგას „ქართული ოცნებიდან“, მაგრამ ერთი თუ დგას სწორი და გამართული, ცხრა არის მოღუნული.

მინდა მივმართო მოსახლეობას და ვუთხრა, რომ მშვიდად მობრძანდით უბნებზე და თქვენს ხმებს გარანტირებულად დავიცავთ,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები