პატრიარქის ნათლულები ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას მართავენ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ნათლულები პატრიარქის პატივის მისაგებად მსვლელობას მართავენ.
პატრიარქის ნათლულები და მათი ოჯახის წევრები ავლაბრის მეტროსადგურთან შეიკრიბნენ, საიდანაც სამების საკათედრო ტაძარში ფეხით გადაინაცვლებენ.
კათოლიკოს-პატრიარქს 50 000-მდე ნათლული ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ილია II საპატრიარქო რეზიდენციიდან ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სამების ტაძარში გადაასვენეს.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.