პატრიარქის ნათლულებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებმა ილია მეორის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ისინი ავლაბრის მეტროდან სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობით მივიდნენ, ხელში სიმბოლურად თეთრი ვარდებით.
მსვლელობას წინ სასულიერო პირები მიუძღვებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ინიციატივით პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. ილია მეორეს 50 ათასზე მეტი ნათლული ჰყავს.