ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ – კონცერტი, რომელსაც ავტორი უდირიჟორებს

  28 მარტს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში   ვახტანგ კახიძის „რეკვიემი“ აჟღერდება.
მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინფორმაციით, კონცერტში, რომელსაც თავად ავტორი უდირიჟორებს, მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტი ბიჭუნა – დაჩი ღლონტი, ქალთა ვოკალური კვარტეტი – სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, მამაკაცთა ვოკალური სექსტეტი – გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი კანანაძე, მერაბ სამყურაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები