ლევან იოსელიანი: პატრიარქს ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, მაგრამ ეკუთვნის ამავე დროს ბოდიშიც იმისთვის, რა გულისტკენაც, წუხილიც მივაყენეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში

მე არ მახსენდება ისეთი ფიგურა, რომელმაც შეძლო ჩვენი ქვეყნის ასე გაერთიანება როგორც ეს შეძლო მისმა უწმინდესობამ და განსაკუთრებით ამ დღეებში. რომელ არხზეც არ უნდა გადართო, როგორი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანებიც არ უნდა ისხდნენ, ყველა მის უწმინდესობაზე საუბრობს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „დღის ქრონიკაში“ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქს ჩვენგან ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის, მაგრამ ეკუთვნის ამავე დროს ბოდიშიც იმისთვის, რა გულისტკენაც, წუხილიც მივაყენეთ.

„ვუსამძიმრებ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენ დავკარგეთ ისტორიული ფიგურა, ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა და მასთან ერთად ეს ეპოქა დასრულდა. მას ძალიან დიდი მადლობა ეკუთვნის ჩვენგან, მაგრამ ეკუთვნის ამავე დროს ბოდიშიც იმისთვის, რა გულისტკენაც, წუხილიც მივაყენეთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც საზოგადოების რაღაც ნაწილი ამ ადამიანის მიმართ იმდაგვარ გამონათქვამებს იყენებდა, რომელიც არაფერში წერია.

ის [პატრიარქი] იმიტომ იყო ასეთი დიდი და განუმეორებელი, რომ არასოდეს უპასუხია შეურაცხყოფისთვის. მე არ მახსენდება ისეთი ფიგურა, რომელმაც შეძლო ჩვენი ქვეყნის ასე გაერთიანება როგორც ეს შეძლო მისმა უწმინდესობამ და განსაკუთრებით ამ დღეებში. რომელ არხზეც არ უნდა გადართო, როგორი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანებიც არ უნდა ისხდნენ, ყველა მის უწმინდესობაზე საუბრობს როგორც დიდ ეპოქალურ პიროვნებაზე, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ისტორია შეცვალა“, – აღნიშნა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები