„თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“ – პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტის სამძიმრის წერილი მიიღო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამძიმრის წერილს უგზავნის.

თურქეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

„პატივცემულო პრემიერო, დიდი მწუხარებით შევიტყვე, რომ 17 მარტის ღამეს გარდაიცვალა მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. თურქი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს, თქვენს აღმატებულებას, მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს“, – აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები