თბილისის მეტრო სამი დღის განმავლობაში მგზავრებს გახანგრძლივებული დროით მოემსახურება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის პანაშვიდებთან დაკავშირებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის სამუშაო საათები. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს, თბილისის მეტრო მგზავრებს 02:00 საათამდე მოემსახურება.

„აღნიშნული ცვლილება იმოქმედებს 20 და 21 მარტსაც. ასევე, გახანგრძლივდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების სამუშაო საათები და 20 და 21 მარტს, მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ ასევე, 02:00 საათამდე ისარგებლონ.

ამავე პერიოდში, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები