იზმირის პროვინციაში მომხდარ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა (ვიდეო)

თურქეთის დასავლეთით, იზმირის პროვინციაში მომხდარ 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა.

როგორც იზმირის გენერალურმა მდივანმა, ბუგრა გოქჩემ განაცხადა, ბუჯას, ბაირაქლისა და ბორნოვაში რამდენიმე შენობაა დანგრეული.

ქვეყნის შს მინისტრმა, სულეიმან სოილუმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანგრეულია 6 შენობა.

იზმირის პროვინციაში 6,6, მაგნიტუდის მიწისძვრა დღეს მოხდა.

როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეებს ამ დრომდე დახმარებისთვის თურქეთში საქართველოს საკონსულოსთვის არ მიუმართავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები