გიორგი გახარია: სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება მიყვანილი და თოთოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება

“ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა, რა თქმა უნდა, სრულად და ბოლომდე უნდა იყოს გამოძიებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ძალადობის ფაქტებს შეეხებოდა.

მისი თქმით, თოთოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება.

„მე ძალიან კარგად მესმის, პოლიტიკური ინტერესიდან და კონიუნქტურიდან გამომდინარე, ვიღაც შეიძლება, დაინტერესებულია ეს გამოძიება მოხდეს რეგლამენტირებულ დროზე უფრო სწრაფად. ვიღაც ცდილობს, რომ რეგლამენტირებული დრო სრულად გამოიყენოს ეს არის გარკვეული ნიუანსები. სახელმწიფოს ვალდებულებაა და მე გპირდებით, რომ ნებისმიერი ასეთი ძალადობრივი ფაქტი ბოლომდე იქნება მიყვანილი და თოთოეულ გამოძიებაზე შედეგი დადგება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები