წესები უსაფრთხო დისტანციური მუშაობისთვის
ორგანიზაციის ქსელს მისივე ტექნიკით დაუკავშირდით
დისტანციური მუშაობისას კორპორატიულ ქსელში ჩასართველად გამოიყენეთ მხოლოდ ორგანიზაციის კუთვნილი ტექნიკა და პროგრამული უზრუნველყოფა. სასურველია ასევე გამოიყენოთ პაროლის მენეჯერი პროგრამა. ეცადეთ არავინ დაგინახოთ სისტემაში პაროლის შეყვანის დროს, არ შეინახოთ პაროლი წერილობითი ფორმით.
დაფიქრდით, სანამ ქსელს დაუკავშირდებით
დისტანციურად მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ადაპტირებული ხართ როგორც ორგანიზაციის პოლიტიკასთან, ასევე ტექნიკურ მოწყობილობებსა და პროცედურებთან და იცით მათი გამოყენების წესები.
დარწმუნდით დისტანციური კავშირის უსაფრთხოებაში
დაიცავით დისტანციური სამუშაო გარემო და ტექნიკა
შეუზღუდეთ კორპორატიულ სამუშაო ტექნიკასთან წვდომა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. არასამუშაო დროს გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობა. შეინახეთ უსაფრთხო ადგილას, სადაც ვერ მოხდება მისი ფიზიკური დაზიანება ან მოპარვა.
აცნობეთ საეჭვო ქმედებების თაობაზე დამსაქმებელს
თუ კორპორატიულ ელექტრონულ მოწყობილობაზე რაიმე საეჭვო ქმედებას შეამჩნევთ, დაუკავშირდით დამსაქმებელს და აცნობეთ მომხდარის შესახებ.
იყავით ფრთხილად!
უფრთხილდით საეჭვო ფინანსურ შემოთავაზებებს. არ გახსნათ ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ წერილზე მიბმული ფაილი და არ დააწკაპოთ წერილში არსებულ ბმულზე. თუ წერილის ადრესატი თქვენი უფროსი ან ორგანიზაციის რომელიმე თანამშრომელია, ფინანსური ტრანზაქციის განხორციელებამდე სატელეფონო ზარის განხორციელებით ან რაიმე სხვა გზით დარწმუნდით ადრესატის ნამდვილობაში.
განავითარეთ ახალი მიდგომები
სამუშაო გეგმასთან, დავალებათა გადანაწილებასთან და დედლაინებთან დაკავშირებული საკითხები შეათანხმეთ უშუალო ხელმძღვანელთან და ყოველთვის ეცადეთ განავითაროთ კომუნიკაციის ახალი გზები.
პერსონალური ტექნიკის გამოყენების წესები
დისტანციური მუშაობისთვის თუკი საკუთარ ელექტრონულ ტექნიკას გამოიყენებთ და დამსაქმებელი ამის წინააღმდეგი არ არის, მაშინ დარწმუნდით, რომ პროგრამულ უზრუნველყოფასა და ანტივირუსს დროულად ანახლებთ და უსაფრთხოდ უკავშირდებით ორგანიზაციის ქსელს.
განაცალკევეთ სამუშაო და პირადი ცხოვრება
არ გამოიყენოთ ერთი და იგივე ელექტრონული მოწყობილობა საქმისა და პირადი მიზნებისთვის.
მომზადებულია თავდაცვის სამინისტროს სსიპ – კიბერუსაფრთხოების ბიუროს მიერ „Europol„ ის მასალებზე დაყრდნობით.