კრწანისში დასასვენებლი სივრცეებისა და საბავშვო ზონების კეთილმოწყობა გრძელდება

კრწანისში დასასვენებლი სივრცეებისა და საბავშვო ზონების კეთილმოწყობა გრძელდება.
სამუშაოების ფარგლებში, ქვაფენილის ბილიკები იგება, ეწყობა კაუჩუკის საფარი, ასევე, ძველი საბავშვო ატრაქციონები რეაბილიტირდება და იცვლება.
სამუშაოები, ამ ეტაპზე, 10 მისამართზე დასრულდა და შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს:
გორგასლის ქუჩა N103;
სადგურის ქუჩა N15;
გორგასლის ქუჩა N40;
კრწანისის ქუჩა;
ტაბიძის ქუჩა N8;
წინანაურის ქუჩა.
რეაბილიტირებული საბავშვო სივრცეების გარდა, კრწანისში ათი ახალი სკვერის მოწყობა უკვე დასრულდა, ექვს მისამართზე კი, მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები