„მთავრობამ დაადგინა – სხვადასხვა სენის წინააღმდეგ საბრძოლველად, დაინიშნოს განსაკუთრებული რწმუნებული“ – თბილისი, 1919 წელი

კიდევ ერთი საინტერესო ცნობა თბილისის ისტორიიდან, რომელიც პანდემიურ სიტუაციას თემატურად ეხმიანება და გვამცნობს, როგორ ებრძოდნენ საუკუნისწინანდელ ქალაქში მძიმე სნეულებებს.

„მთავრობამ დაადგინა – სხვადასხვა სენის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელიც საშიშ ხასიათს იღებს, დაინიშნოს განსაკუთრებული რწმუნებული. მას, სანიტარიის მხრივ, ყველა უწყება ემორჩილება, მას ბევრი უფლებები გადასცეს. სანიტარული დარღვევებისთვის დაწესებულია ჯარიმები. საექიმო, სასანიტარო დაწესებულებები უნდა დაექვემდებაროს მის დადგენილებებს, ეპიდემიის დროს მოახდინოს მობილიზაცია ყველა საექიმო ძალისა… “

გაზეთი „ერთობა“, 1919წ.


მირიან ხოსიტაშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები