წვიმა, სეტყვა, ელჭექი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
მათივე ცნობით, 16 აგვისტოდან 17 აგვისტოს დილამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ნისლი.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.