ბათუმი-ქობულეთის შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მინივენი“ და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილობრივების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.