ბათუმში 36 წლის კაცს ეძებენ
ბათუმში 36 წლის კაცს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გაავრცელეთ!!!!!!!!
საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა.
ოჯახი ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.
თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911
გთხოვთ, ყურადღებით დაათვალიეროთ ფოტო, რომელიც პოსტს ერთვის.
თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – წერს დაკარგულის ახლობელი ჯგუფში „ვეძებ“.