საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ
საქართველოს საელჩო ესპანეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. განცხადება საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა.
აქვე მითითებულია ცხელი ხაზის ნომერი და ტყის ხანძრების ლოკაციებისა და სტატუსის შესახებ განახლებადი ინფორმაციის განახლებადი ბმული.
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!
ესპანეთის სამეფოში, განსაკუთრებით ქვეყნის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის გალისიაში, კასტილია და ლეონსა და ექსტრემადურაში ტყის ხანძრების გააქტიურებასთან დაკავშირებით ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განგაშის მაღალი დონე გამოაცხადა.
გთხოვთ, გამოიჩინოთ უკიდურესი სიფრთხილე, მოერიდოთ ხანძრების ზონებს, გაითვალისწინოთ ადგილობრივი მთავრობის რეკომენდაციები და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ ცხელი ხაზის ნომრებზე:
საქართველოს საელჩო: +34691387221
სასწრაფო დახმარება ესპანეთში: 112
ასევე, ტყის ხანძრების ლოკაციებისა და სტატუსის შესახებ განახლებადი ინფორმაცია იხილეთ აღნიშნულ ბმულზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.