კაცი, რომელიც ჩამოხრჩობას სამჯერ გადაურჩა

ჯონ ბაბაკომბ ლი ცნობილია, როგორც „კაცი, რომელიც ვერ ჩამოახრჩვეს“. მისი ისტორია იმდენად დაუჯერებელია, რომ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ კვლავ ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და დოკუმენტურად დადასტურებულ შემთხვევად რჩება ინგლისის სისხლის სამართლის ისტორიაში.

ჯონი 1864 წელს დაიბადა. ახალგაზრდობაში მსახურად მუშაობდა მდიდარ ქვრივთან, ემა კეი უაითთან. 1884 წელს ემა სასტიკად მოკლეს, ხოლო ბაბაკომბ ლი მის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილის სტატუსით დააკავეს. მტკიცებულებები არასაკმარისი იყო, თუმცა იგი დამნაშავედ ცნეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

დასჯის დღისთვის ყველაფერი მომზადდა. 1885 წლის 23 თებერვალს, დილის 8 საათზე ლის ჩამოხრჩობა სამჯერ სცადეს, მაგრამ სამივეჯერ ჩამოსახრჩობი მოწყობილობის მექანიზმმა არ იმუშავა. ყოველი მცდელობის შემდეგ მექანიკოსები მექანიზმს წმენდდნენ, ამოწმებდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ როგორც კი ჯონის ჯერი დგებოდა, მექანიზმი ადგილიდან არ იძვროდა. პროცესს ესწრებოდა მღვდელი, ექიმი, და სასჯელაღმსრულებელი, რომლებიც ერთხმად ადასტურებდნენ მომხდარს. ეს ფაქტი იმდენად უნიკალური იყო, მედიაში რომ მალევე გავრცელდა.

სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ სიკვდილით დასჯა ვერ ჩატარდებოდა. ამბავი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრამდე მივიდა, რომელმაც, საბოლოოდ, ჯონს სასჯელი პატიმრობით შეუცვალა.

ის 22 წელი იჯდა ციხეში და გათავისუფლდა 1907 წელს. გათავისუფლების შემდეგ საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა, გამოსცემდა მემუარებს და ჩრდილოეთ ინგლისში მშვიდად ცხოვრობდა. მისი ამბავი დღესაც ისწავლება იურიდიულ და ეთიკურ კონტექსტში, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილების, ტექნიკის უკმარისობისა და უცნაური გადარჩენის იშვიათი თანხვედრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები