ყაზბეგის N55-ში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ყაზბეგის N55-ში
დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ეწყობა საბავშვო ზონა კომპლექსური ატრაქციონით, განათებისა და სარწყავი სისტემები, დამონტაჟდა ურბანული ავეჯი, ასევე, დაირგო სხვადასხვა მცენარე.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 204 000 ლარს შეადგენს. ამავე მისამართზე წყალარინების შიდა ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 12 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები